|
2020-10-09 08:29:31, 478 ნახვა
საზოგადოება
კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის გამო, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ტურისტული მიზნით ჩასვლა აიკრძალა
კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის გამო, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ტურისტული მიზნით ჩასვლა აიკრძალა. ამის შესახებ საქართველოს სალეჩომ გერმანიაში განაცხადა. „ტურისტული მიზნებით მგზავრობა ნებადართული არ არის“ , - აცხადებს საქართველოს საელჩო გერმანიაში. საელჩოში აღნიშნავენ, რომ საქართველოდან მოქალაქეები გერმანიაში მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეძლებენ წასვლას. მიმავალმა პირებმა კი საზღვრის გადაკვეთისას უნდა წარადგინონ ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR -ტესტის ნეგატიური პასუხი. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოდან შესვლა შესაძლებელი იქნება შემდეგი პირებისთვის: ჯანდაცვის პერსონალი, მომვლელები, კვალიფიციური მუშა-ხელი, სეზონურად დასაქმებულნი, სატრანსპორტო საშუალებებში დასაქმებულნი, სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებნი, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი. გერმანიის მოქალაქეთა ოჯახის წევრები და გადაუდებელი ოჯახური მიზეზებით მოგზაურნი, დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, სამხედრო პერსონალი, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დასაქმებულები. პირები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ტრანზიტული მგზავრები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)