05:09 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 16:12:33, 573 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ყველა სფეროში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფუჭებულის გამოსწორება გვიწევს

ყველა სფეროში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფუჭებულის გამოსწორება გვიწევს, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე ტვირთია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ უწევს წინა ხელისუფლების გაფუჭებულის გამოსწორება, მათ შორის ქვეყნის საზღვრებთან დაკავშირებითაც.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა სფეროში გვიწევს გაფუჭებულის გამოსწორება. გაავლეს საზღვრები სამხრეთ ოსეთის და დღეს გვაქვს შედეგად მიღებული ოკუპაცია და ბორდერიზაცია. მათ გაფუჭებულს ვასწორებთ. ამ შემთხვევაში, რაც შეეხება საზღვრის საკითხს, დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს, მათი გაფუჭებულის გამოსწორება გვიწევს.

ყველა სფეროში ასეა, ხო? სიღარიბე იქნება ეს, ეკონომიკა, საზღვრების გავლება თუ ოკუპაცია, ყველა სფეროში გვიწევს ნაცმოძრაობის მიერ გაფუჭებულის გამოსწორება და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის ძალიან მძიმე ტვირთი, თუმცა, სახელმწიფოებრივი მიდგომა გულისხმობს იმას, რომ, მათ შორის, წინა ხელისუფლების გაფუჭებულიც უნდა გამოასწორო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics