|
2020-10-08 12:36:52, 498 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე - პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩაფლავდა, ახლა აქცენტირებულია იმაზე, რომ ისევ რაღაც მოიგონოს წინა ხელისუფლების წინააღმდეგ
პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩაფლავდა, ახლა აქცენტირებულია იმაზე, რომ ისევ რაღაც მოიგონოს წინა ხელისუფლების წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის წევრების დაკავებას. მისი თქმით, ივერი მელაშვილის და ნატალია ოლიჩოვას დაკავება აბსურდული ბრალდებებით აჩვენებს, თუ როგორ აგონიურ მდგომარეობაშია ივანიშვილის რეჟიმი. „ივერი მელაშვილის და ნატალია ოლიჩოვას დაკავება აბსოლიტურად მოგონილი, აბსურდული ბრალდებებით, რომელსაც აშკარად პოლიტიკრუი ხასიათი აქვს, აჩვენებს იმას, როგორ აგონიურ მდგომარეობაშია ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ეხლა ეძებს კიდევ რაღაც ახალ სკანდალს, რომ გადააბრალოს ეს წინა ხელისუფლებას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არაფერი შესათავზებელი ხალხისთვის არ აქვთ და აქ არის ყველაზე დიდი კონტრასტი ქართული ოცნების და ივანიშვილის, ევროპულ საქართველოსთან, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა როგორ მოახდინოს გარდამტეხი ცვლილებები და ქვეყანა წაიყვანოს წინ. ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩაფლავდა და ბოლომდე გაკოტრდა, ახლა აქცენტირებულია იმაზე, რომ ისევ რაღაც მოიგონოს წინა ხელისუფლების მადისკრედიტირებელი, რადგან არანაირი ახალი შეთავაზება, გეგმა და ხედვა, თუ როგორ შეიძლება ეს კრიზისი დაიძლიოს, ქართულ ოცნებას აღარ გააჩნია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)