|
2020-10-08 12:15:13, 645 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილის გარეჯის საქმეზე - ისე დამდაბლდნენ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ შეკვეთილ პოლიტიკურ თემას გაჰყვნენ
„ისე დამდაბლდნენ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ შეკვეთილ პოლიტიკურ თემას გაჰყვნენ“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დავით-გარეჯის საქმეზე ორი ექსპერტის დაკავებას. სამადაშვილის თქმით, წარმოუდგენელია რომ დამოუკიდებელმა სასამართლომ დაკავებულ ორ პირის რაიმე აღკვეთი ღონისძიება მიუსაჯოს. „ახლა გადაწყვიტეს, რომ ასე დამდაბლდნენ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ შეკვეთილ პოლიტიკურ თემას გაჰყვნენ და ამ ყველაფრის მსხვერპლი გახდა ორი ექსპერტი. მათი დაკავება არის ადამიანის უფლებათა ყოველგვარი დარღვევა. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია დამოუკიდებელმა სასამართლომ მიუსაჯოს ამ ადამიანებს რაიმე აღკვეთი ღონისძიება“, - განაცხადა სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გუშინ დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)