2020-10-07 17:23:56, 526 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, აჭარის მთავრობასთან აქცია გაიმართა
ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია დღეს კვლავ განახლდა.
აქტივისტები კვლავ საბანკო ვალდებულებების გადავადებას, პროცენტის შემცირებას, კომპენსაციების გაზრდას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას მოითხოვენ.
აქციაზე შეკრებულ მოქალაქეებს დღეს დილით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე შეხვდა და მათ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა შესთავაზა.
ცნობისთვის, გუშინ აქციის შემდეგ მთავრობის შენობასთან შიმშილობა 7 პირმა დაიწყო.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან