|
2020-10-07 13:12:34, 452 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში
ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ჟენევა საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ფორმატია. „ჟენევის ფორმატი არის ერთადერთი ქმედითი ფორმატი. ყველაფერი, ყველა ნაბიჯი, რომელიც ჟენევის ქმედითობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში, მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზზე გადასვლის შესაძლებლობა ჩაკეტილია და ადამიანებს სამედიცინო დახმარების მიღების ელემენტარული შესაძლებლობა არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის მიღმა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ამის საშუალება არ გვეძლევა. ამიტომ, ჟენევის მოლაპარაკებების, განსაკუთრებით ასეთ დროს ჩაშლა სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)