12:16 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 10:34:20, 389 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზამ პროფესიული დღე აღნიშნა და წლის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს რკინიგზამ სხვადასხვა ნომინაციაში 74-მდე გამარჯვებული თანამშრომელი გამოავლინა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და მენეჯმენტის ხელმძღვანელმა პირებმა გამარჯვებულებს სხვადასხვა ტიპის ჯილდოები პირადად გადასცეს. 

პანდემიის გამო, რკინიგზელთა დღის მასშტაბური აღნიშვნა ვერ მოხერხდა, თუმცა კომპანიამ ტრადიცია არ დაარღვია და მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები პროფესიულ დღეს დააჯილდოვა.

საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები - ეს წოდებების არასრული ჩამონათვალია. გამარჯვებულებს სამკერდე ნიშნები და ფულადი პრემიები გადაეცათ.

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ თანამშრომლებს ჯილდოები თბილისში, ხაშურსა და სამტრედიაში გადასცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics