2020-10-06 17:34:24, 547 ნახვა
რეგიონი
აქცია ბათუმში - მოსახლეობა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს
ბათუმში მოსახლეობა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს.
აქციის მონაწილეების თქმით, პანდემიამ მათ მძიმე ეკონომიკური პრობლემები შეუქმნათ.
აქტივისტები მსვლელობით აჭარის მთავრობის შენობისკენ მიემართება და მთავრობისთვის საკუთარი მოთხოვნების წაყენებას აპირებენ.
„ჩვენი მოთხოვნები ის არის, რომ დავკაგეთ სამსახურები. ის 200-ლარიანი კომპენსაცია, რომელიც სახელმწიფომ გამოგვიყო უმეტესობამ ვერ აიღო. ვერ ვარჩენთ ოჯახებს, გვჭირდება სამუშაო ადგილები. ტრანსპორტს და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ვითხოვთ“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე „ფორმულასთან“ საუბარში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,