|
2015-09-18 13:11:04, 333 ნახვა
პოლიტიკა
ახალაია უგულავას გათავისუფლებაზე: ეს ფაქტი ხელისუფლების დასასრულის მკაფიო დასაწყისია
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას გათავისუფლებას ულოცავს. ახალაია განცხადება მისი Facebook-ის გვედზე გამოქვეყნდა. „ვულოცავ გიგის - უკანონო პოლიტპატიმარს განთავისუფლებას! ვუსურვებ წარმატებებს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვფიქრობ გიგი შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს რიგგარეშე არჩევნების მიღწევაში. მანამდე კი მთავარია ამ უნამუსო ხელისუფლებამ ისევ უკანონოდ და უსამართლოდ არ დაიჭიროს და ისევ არ დაატყვევოს. მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება ეს ფაქტი უკვე სწორედ რომ მათი დასასრულის მკაფიო დასაწყისია“, - ნათქვამია ახალაიას განცხადებაში. ცნობისთვის, გიგი უგულავა გუშინ გათავისუფლდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლო კოლეგიამ მიიღო, რომელსაც ლილი მსხილაძემ ხელმძღვანელობდა. სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)