2020-10-06 13:07:46, 465 ნახვა
რეგიონი
აქცია ახალქალაქში - ადგილობრივები მთიან ყარაბაღში მებრძოლ სომეხ ჯარისკაცებს სოლიდარობას უცხადებენ
ახალქალაქში სოლიდარობის აქცია იმართება.
ადგილობრივები მთიან ყარაბაღში მებრძოლ სომეხ ჯარისკაცებს სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ საზღვრის გახსნას, რათა სომეხი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა შეძლონ.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ დაიწყო და დღემდე არ წყდება. დაღუპული და დაშავებულია ასობით ადამიანი. მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან