12:17 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 12:46:44, 890 ნახვა

საზოგადოება
არჩილ თალაკვაძე - ვენეციის კომისიასთან გვქონდა წინასწარი კომუნიკაცია და მათ რეკომენდაციებს ოქტომბერში ველოდებით

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ვენეციის კომისიასთან წინასწარი კომუნიკაცია ჰქონდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები სრულად იყვნენ ინფორმირებული, რომ საშემოდგომო სესია ზუსტად 30 სექტემბერს იხურებოდა.

„ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვქონდა წინასწარი კომუნიკაცია და ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებული, რომ საშემოდგომო სესია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ზუსტად 30 სექტემბერს იხურებოდა. შესაბამისად, ჩვენ მოვიქეცით პასუხისმგებლიანად და ბოლო სასესიო დღის ჩათვლით ველოდით ვენციის კომისიისგან წინასწარ პოზიციას, მოსაზრებებს და დასკვნებს. მათ გვითხრეს ასევე წინასწარ, რომ მხოლოდ ოქტომბერში შეძლებდა კომისია ამ დასკვნის რეკომენდაციების დამტკიცებას და შესაბამისად, ჩვენ ველოდებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს. განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics