19:12 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 13:07:26, 633 ნახვა

სამართალი
გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს სთავაზობს, ერთმანეთს არჩევნებზე შეეჯიბრონ

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური დევნა უნდა შეწყვიტოს, რადგან ის საქართველოს ეკონომიკისა და ქვეყნის რეპუტაციას ვნებს. 
უგულავა ივანიშვილს სთავაზობს, ერთმანეთს არჩევნებზე შეეჯიბრონ. 
„ივანიშვილი გვერდზე უნდა გაიწიოს, დაანებოს ამ პოლიტიკურ დევნას თავი, შეწყვიტოს ეს სიგიჟე, რომელიც  ვნებს ქვეყანას, ეკონომიკას, ქვეყნის რეპუტაციას და შევეჯიბროთ ერთმანეთს არჩევნებზე. ეს არის ცივილიზებული ფორმა. მას აქვს განცდა, რომ არჩევნებს წააგებს და მოედანს ისუფთავებს, ყველა ამ შესაძლო მეთოდით. ეს მას არ გამოუვა, საქართველო ჩრდილოეთ კორეა არასოდეს გახდება“, – აღნიშნა უგულავამ. 
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბილსერვის ჯგუფისა“ და „რიყის“ გასხვისების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 
სხდომას ბრალდებული, დედაქალაქის ყოფილი მერი  გიგი უგულავაც ესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სამველ კარაპეტიანი: უკან აღარ დავბრუნდები, სომხეთში 10 წელი ვიმუშავებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics