23:43 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 11:50:59, 468 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე თარხან-მოურავის განცხადებაზე - როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ინსტრუქცია მიიღეს მოსკოვიდან, რომ ასეთი განცხადებები გააკეთონ

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, დავით თარხან-მოურავის განცხადებას ეხმაურება, რომ ოპოზიციურ პარტიებსა და სახელისუფლებო პარტიას ერთად გაცილებით ნაკლები მხარდაჭერა აქვს, ვიდრე „პატრიოტთა ალიანსს“.

კაპანაძის თქმით, ის ვერ გააკეთებს კომენტარს რუსეთიდან დაფინანსებული პარტიებისა  და რუსეთიდან გამოგზავნილ მესიჯბოქსებზე.

კაპანაძის თქმით, ამ პოლიტიკური პარტიის განცხადებები უნდა კეთდებოდეს პროკურატურაში, სადაც უნდა არკვევდნენ თუ საიდან მოდის მათი დაფინანსება და ვინ აძლევს მათ ინსტრუქციებს.

 „თარხან-მოურავის განცხადებებზე და ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკური ძალის განცხადებებზე, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებიან, რუსულ მესიჯბოქს ავრცელებენ ხალხში, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ინსტრუქცია მიიღეს მოსკოვიდან, რომ ასეთი რაღაცები უნდა ილაპარაკონ, ჩემი მხრიდან სერიოზული განცხადება ვერ გაკეთდება.

ამ პოლიტიკური ძალის განცხადებები, ძირითადად, უნდა კეთდებოდეს ხოლმე პროკურატურაში დაკითხვების დროს, როცა უნდა ირკვეოდეს, თუ საიდან მოდის მათი დაფინანსება და ვინ აძლევს მათ ინსტრუქციებს, ამიტომ, მგონია, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაქრება საერთოდ და ჩვენი და საზოგადოების ამოცანა უნდა იყოს, რომ  ყოველი არჩევნების შემდეგ, ყველა მსგავსი, რუსეთიდან ღიად დაკავშირებული ძალა ჩამოშორდეს პოლიტიკურ საქმიანობას და მათი მაქსიმალური იზოლაცია უნდა მოხდეს“, -აცხადებს კაპანაძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics