|
2020-10-05 14:28:55, 562 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე აქტივისტების დაკავებაზე - ბანკების დამცველი კალაძე კანონს არღვევს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე პარტიის აქტივისტებისა და დეპუტატობის კანდიდატის დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ბანკების დამცველი კალაძე კანონს არღვევს“. ვაშაძის თქმით, 100 000-მდე ლარით დააჯარიმეს ადამიანები იმიტომ, რომ ისინი საბანკო სესხებთან დაკავშირებით ხელმოწერებს აგროვებდნენ. „ბანკების დამცველი კალაძე კანონს არღვევს. 100 000-მდე ლარით დააჯარიმეს ადამიანები მარტივი მიზეზის გამო, რატომ აგროვებენ ხელმოწერებს საბანკო სესხებთან დაკავშირებით. ესენი ლობირებენ ბანკებს. სწორედ კალაძეა ამის უკან. დაკავებულია დეპუტატობის კანდიდატი პაატა მანჯგალაძე, რომელიც სარგებლობს იმუნიტეტით. მისი დაკავება აბსოლუტურად უკანონო ქმედებაა“, - აცხადებს ვაშაძემ. ცნობისთვის, თბილისის მერიასთან ხმაურია. აქციაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტები და დეპუტატობის კანდიდატი, პაატა მანჯგალაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სულ დაკავებულია 4 პირი. აღნიშნული პირები სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)