2020-10-04 14:22:56, 736 ნახვა
რეგიონი
ხელვაჩაურის რაიონში 14 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი
ხელვაჩაურის რაიონში სოფელ ზედა ახალშენში 14 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
მოსახლეობა გზის გაწმენდასა და ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლას ითხოვს.
ხელვაჩაურის საკრებულოში აცხადებენ, რომ სამძებრო და გაწმენდით სამუშაოები სოფელ ჯოჭოში მიმდინარეობდა, დღეიდან კი მძიმე ტექნიკა ახალშენში დაიწყებს მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექი პირველ ოქტომბერს მოვიდა, რის გამოც ხელვაჩაურის რაიონში მეწყრული პროცესი 200-მდე ლოკაციაზე განვითარდა.
სტიქიამ სოფელ ჯოჭოში სახლები და ავტომანქანები წაიღო, დაიღუპა 5 ადამიანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,