|
2020-10-03 11:55:24, 655 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი სომხეთ-აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანსა და სომხეთს ცეცხლის შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საერთო ინტერესია, რეგიონისთვის მშვიდობის დაბრუნება. „მე მინდა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, მაგრამ ამასთანავე ქართველი საზოგადოების სახელით გამოვთქვა ღრმა მწუხარება იმ მსხვერპლის გამო, რომელიც მეზობელ ქვეყნებს შორის არსებულ კონფლიქტს მოჰყვა. მინდა მივმართო ჩვენი მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მათ შორის დიალოგი. მინდა მათ მოვუწოდო დეესკალაციისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ. ესაა ჩვენი სამივე ქვეყნის მთავარი საერთო ინტერესი, რათა ჩვენ დავუბრუნოთ ამ რეგიონს სტაბილურობა და მშვიდობა. ეს არის ჩვენი ერთობლივი მონაპოვარი და ეს არის ის, რასაც ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ. მინდა მივმართო მინსკის ჯგუფს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ კონფლიქტის მიმართ და მის თანათავმჯდომარეებს. მინდა მივმართო ევროკავშირს, რათა თავისი ძალები სიტუაციის დეესკალაციისთვის გამოიყენოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)