|
2015-09-18 00:01:02, 554 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა: თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა
''ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს გდაწყვეტილებას არ შეეგუება.'' - ამის შესახებ უგულავამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. უგულავას თქმით, სასამართლო გამოუვალ მდგომარეობაში იყო და მისი გათავისუფლების გარდა სხვა გზა არ ჰქონდა. ''ჩემთან მიმართებაში თავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. ის უმსგავსობა და დღევანდელი პროკურატურის ქმედება, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეეგუება. დღეს, უბრალოდ სასამართლო გამოუვალ მდგომარეობაში იყო, სხვა გზა არ ჰქონდათ, მანამ სანამ ყველა პოლიტმატირი არ დატოვებს სასამართოს, სანამ არ შეჩერდება ეს აღვრიახსნილობა, დევნა ოპოზიციის წინააღმდეგ, მანამდე მოდუნების და ზეიმის უფლება არ გვაქვს." - განაცხადა გიგი უგულავამ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა თავისუფალია. შესაბამისი გადაწყვეტილება, სასამართლო კოლეგიამ მიიღო, რომელსაც ლილი მსხილაძემ ხელმძღვანელობდა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავა უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებდა, ამას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადასტურებს. სასამართლო პროცესს გიგი უგუალავას ახლობლები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)