|
2020-10-02 19:51:59, 578 ნახვა
პოლიტიკა
ფოფხაძე - ვერც ერთ ბანერებზე ვერ მნახავთ, არ მაქვს ამის ფული, ჩემი ერთადერთი რესურსი არის ის, რაც მე ადამიანურად გამაჩნია
"ვერც ერთ ბანერებზე თქვენ ვერ მნახავთ,არ მაქვს ამის ფული,ჩემი ერთადერთი რესურსი არის ის, რაც მე ადამიანურად გამაჩნია" , - ამის შესახებ პარტია ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის აღმასრულებელი მდივანმა, გედევან ფოფხაძემ განაცხდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ხალხს გამოფხიზლება სჭირდება და მისი ქმედებები სწორად მიაჩნია. "პირდაპირ გეტყვით, რას ემსახურება სპარტაკზე განცხადება, მე არ მაქვს იმის ფული, რომ ბანერები გამოვაკრა. ვერც ერთ ბანერებზე თქვენ ვერ მნახავთ. იმისთვის, რომ მივიქციო ხალხის ყურადღება, მე მომიწევს ვიყო ცოტა ეპატაჟური, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკაში არ მიყვარს და მგონია, რომ ეს ცუდია. ჩემი მხრიდან ეს არის მცდელობა, მივიპყრო იმ ადამიანების ყურადღება, რომლებიც ცოტა თვლემენ, ცოტა მიძინებული არიან და ცოტა ინერტულები არიან ამ ვითარებაში, ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ და ერთმანეთს მოვუსმინოთ, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ამის გამო, შეიძლება, ვიღაცისთვის სასაცილო, მიუღებელი ან დასაძრახი ვიყო, მაგრამ მე ეს რესურსი მაქვს, რომ ყურადღება მივიქციო. მე ვერ გამოკრავ 100 000-იან ბანერს მარჯანიშვილზე ან წერეთელზე და ვერ ვეტყვი, რომ შეხედეთ, გედი ფოფხაძე თქვენთან კენჭს იყრის, ჩემი ერთადერთი რესურსი არის ის, რაც მე ადამიანურად გამაჩნია - შემოვუძახო ვიღაცას, ვუთხრა, მომაქციე ყურადღება, მეც მომისმინე, ეგებ კაის და ჭკვიანურს გეუბნები" , - განაცხდა გედევან ფოფხაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)