02:24 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-02 14:18:38, 641 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - დეგნანის განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ სერიოზულ გაფრთხილებად უნდა აღიქვას

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაკისა და საბურთალოს ოლქში, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ სერიოზულ გაფრთხილებად უნდა აღიქვას.

ხოშტარიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უცხოელი პარტნიორები აქტიურად აფიქსირებენ მათ პოზიციას წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით.

 „ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ელჩები ადგილზე და ამერიკის ელჩი, არაერთხელ საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ძალადობის დემონსტრირების გარეშე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქტიურად აფიქსირებენ ამ პოზიციებს და საბოლოოდ, ამ გარემოს ექნება გავლენა, რამდენად იქნება აღიარებული ეს არჩევნები. ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებს აქვთ სრული ინფორმაცია იმაზე, რაც ხდება და ეს განცხადება “ქართულმა ოცნებამ” უნდა აღიქვას სერიოზულ გაფრთხილებად წინასაარჩევნო პერიოდში”, - განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics