|
2020-10-01 21:30:43, 603 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი - საქართველო კვლავაც იქნება აღიარებული როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი, ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა
საქართველო კვლავაც იქნება აღიარებული როგორცმსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, აღმოსავლეთევროპის რეგიონში კი ნომერ პირველირეფორმატორი ქვეყანა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარტია „ქართულიოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნოპროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისასდა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობსეკონომიკური რეფორმების გატარებას, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურწინსვლას. როგორც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, აღნიშნულირეფორმების შედეგად ქართული ეკონომიკა უკვემომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდენიშნულს. „მყარად იქნება დაცული საკუთრებისხელშეუხებლობა და თავისუფალი საბაზროეკონომიკის პრინციპები. შენარჩუნდება საბიუჯეტოგადასახადების დაბალი დონე, გაგრძელდებასახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის მხარდამჭერიპროექტების დაფინანსება გაღრმავდება ქვეყნისსაგარეო ეკონომიკური ურთიერთობები", -აღნიშნაივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით,2024 წლისთვის უზრუნველყოფილიიქნება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისშეთანხმებით გათვალისწინებულივალდებულებების 85%-ის შესრულება. „დასრულდება სახელმწიფო საწარმოების, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების, კაპიტალის ბაზრის,საპენსიო, წიაღის, გადახდისუუნარობის, მეწარმეთაშესახებ კანონის, ენერგეტიკისა და საგადასახადოდავების რეფორმები. შედეგად, ქართულიეკონომიკა უკვე მომავალ წელს დაუბრუნდებაპანდემიამდე ნიშნულს, ხოლო 2024 წლამდე, სულმცირე, 40%-ით გაიზრდება, შეიქმნება დამატებით200 ათასი სამუშაო ადგილი. ყველაფერი ეს კინიშნავს მეტ კეთილდღეობას თითოეულ ოჯახში დასაქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციას ევროპულეკონომიკურ სივრცესთან", - განაცხადა ფინანსთამინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)