01:17 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 21:12:52, 423 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - საარჩევნო პროგრამაში ასახულია ორი ძირითადი პრობლემა - ოკუპაცია და სიღარიბე

"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში ასახულია ორი ძირითადი პრობლემა - ოკუპაცია და სიღარიბე. - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"საარჩევნო პროგრამაში ასახულია ორი უმთავრესი ეროვნული პრობლემა, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მემკვიდრეობით მიიღო - ოკუპაცია და სიღარიბე.  მშვიდობიანი ძალისხმევით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან შერიგება და საქართველოში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა ჩვენი სახელმწიფოსა და ხელისუფლებისთვის უმთავრეს მიზნებად რჩება.

ჩვენი საარჩევნო პროგრამის მიზანი ეფექტიანი და მზრუნველი ხელისუფლების მიერ იმგვარი რეფორმების  განხორციელებაა, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს დემოკრატიას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას, აამაღლებს კეთილდღეობის დონეს და გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას, ადამიანებს მისცემს განვითარებისა და თვითრეალიზების უკეთეს შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას გაუმყარებს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო თანამეგობრობაში." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს არის სახელმწიფოებრივი განვითარების ევროპული სტანდარტი, საითკენაც მიისწრაფვის  სახელმწიფო. 

კობახიძის აზრით, საქართველოში ამ სტანდარტის სრული მასშტაბით დამკვიდრება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით არის შესაძლებელი.

"ევროკავშირი არის უალტერნატივო სივრცე ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად.
ჩვენი საარჩევნო პროგრამა ეფუძნება „ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის ამბიციას, შექმნას ყველა პირობა, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics