|
2020-10-01 11:11:43, 734 ნახვა
საზოგადოება
DRI - ონლიან სწავლება კიბერბულინგის საფრთხეს ზრდის
ონლაინ სწავლება კიბერბულინგის საფრთხეს ზრდის, - ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფოს დღემდე არ მიუღია კიბერბულინგის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის საჭირო ზომები. „ონლაინ სწავლებამ კიბერბულინგის საფრთხე კიდევ უფრო მასშტაბური გახადა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სახელმწიფოს დღემდე არ მიუღია კიბერბულინგის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის საჭირო ზომები. საქართველოში კორონავირუსით შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო 2020 წლის მარტიდან სწავლა ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. სექტემბერიდან სასწავლო წლის დაწყება საკლასო ოთახებში იგეგმებოდა, თუმცა ინფიცრებულთა რიცხვის ზრდის გამო, სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში განახლდა. 1 ოქტომბრიდან მოსწავლეთა ნაწილი სწავლას დისტანციურად გააგრძელებს. შესაბამისად, გაზრდილია ბავშვების მხრიდან ინტერნეტის მოხმარება, რაც ამძაფრებს ინტერნეტ ძალადობისა და კიბერბულინგის საფრთხეებს. კიბერბულინგი მოიცავს კიბერბულინგის ადრესატისთვის დამაზიანებელი, უარყოფითი შინაარსის ტექსტების დაწერას, გაგზავნას ან/და გაზიარებას. ასევე, გულისხმობს პერსონალური ან პირადი ინფორმაციის გავრცელებას ან გავრცელების მუქარას, რომელიც მსხვერპლისთვის დამამცირებელი და შემარცხვენელია. კიბერბულინგის ფორმებია: შევიწროვება, რეპუტაციის შელახვა, პერსონაცია (სხვის მაგივრად თავის გასაღება), გაძევება, მოშორება, კიბერ-ადევნება, პირადი და ინტიმური ხასიათის ინფორმაციის გავრცელება. 2017 წელს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ კიბერბულინგის შემთხვევები ძალადობად არ აღიქმება. ამგვარი ძალადობის იდენტიფიცირების დონე როგორც უფროსებში, ისე მოსწავლეებში უკიდურესად დაბალია. სამწუხაროდ, უკანსკნელი წლების განმავლობაში, სწორედ ამ ტიპის ძალადობის გამო, კიბერბულინგის რამდენიმე შემთხვევა მოზარდის სუიციდით ან სუიციდის მცდელობით დასრულდა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და განათლების სამინისტროს:
შეიმუშაოს საინფორმაციო მასალა სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგების და მშობლებისთვის კიბერბულინგის მიმართულებით მათი ცოდნის და კომპეტენციის ასამაღლებლად“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)