|
2020-10-01 09:40:09, 532 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტში ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. სხვისი ქონების ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1993 წელს დაბადებული ვ.ზ. 1996 წელს დაბადებული ნ.ხ. 1986 წელს დაბადებული ბ.მ. და 1956 წელს დაბადებული მ.ბ. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შსს-მ განუცხადა. დანაშაული 1-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ღამით სხვის საკუთრებაში არსებულ ვენახებში ფარულად შეაღწიეს და საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ. პოლიციამ, დაახლოებით, ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)