|
2020-10-01 04:02:56, 355 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდება
,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხორავას, გუდიაშვილისა და გორგასლის ქუჩებზე შეხვდა.
,,მომწონს შეხვედრების ეს ფორმატი, ადამიანები უშუალოდ გვიყვებიან საჭიროებებზე. მოსახლეობა კარგად ხედავს, რაც გაკეთდა, ერთად ვმსჯელობთ, რა უნდა გაკეთდეს, გვიყვებიან სურვილებზე, გვაცნობენ ხედვებს. მეც თავისთავად ვეუბნები, რის გაკეთებას ვაპირებ, რა გეგმები მაქვს.
ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, მოხდა თამარ მეფის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მოწესრიგდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოები, მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები. ამჟამად მიმდინარეობს ჯანაშიას, ქობულეთის, ხელაიასა და ვაჩნაძის ქუჩების რეაბილიტაცია. ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ზუგდიდი განვითარების, კეთილდღეობის, ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხრივ ქვეყანაში სამაგალითო მუნიციპალიტეტად ვაქციოთ" - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)