01:17 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-30 23:42:39, 653 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი - საქართველო ნებისმიერი ბიზნესმენისთვის არის სამოთხე

„საქართველო ნებისმიერი ბიზნესმენისთვის არის სამოთხე“ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნომენკლატურული ბიზნემენები აპირებემ პოზიციების დაბრუნებას.

„მაშინ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ნომენკლატურული ბიზნესის წარმომადგენლები და ეხლაც უნდათ იგივე მოხდეს.

ხშირად იწერება, რომ ეს ადამიანები არიან, რომლებიც კარგად გრძნობენ სიო საით უბერავს და რადგან იქით გადახტნენ ესე იგი ოცნების საქმე ცუდად არის. სინამდვილეში ეს ყველაფერი სხვანაირად იყო, ოქრიაშვილს ძალიანაც უნდოდა ყოფილიყო ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი რაზეც ჩვენ უარი ვუთხარით, ამაზე შიგნით გვქონდა კამათი, მაგრამ საბოლოოდ ვუთხარით უარი.

იმიტომ, რომ არ იყო საიმედო და იმ ღირებულებების ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა ჩვენთან ყოფილიყო. გასაგებია ამ 4 თუ 8 წლის განმავლობაში იყო ჩვენთან, გადმოპორტირდა თუ როგორც ქვია, მაგრამ აქ ოცნებამ უთხრა უარი და ამის შემდეგ წავიდა ვითომ დამოუკიდებელი პარტია შექმნა და შემდეგ აიკრა ხუთი ნომერი.

ნებისმიერი ბიზნესმენისთვის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება ეს არის სამოთხე, იმ ადამიანების გარდა, რომელთაც პრივილეგირებული ბიზნესი უნდათ” , - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics