|
2015-09-17 14:38:27, 521 ნახვა
საზოგადოება
„დელტა“ კაბალაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დელტაში“ აცხადებენ, რომ სეტყვასაშიში ღრუბლების აქტიური დამუშავების პროცესში ერთ-ერთი ჭურვი, ტექნიკური ხარვეზის გამო, მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის სახლს დაეცა. „სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 16 სექტემბრის 19:00 სთ-დან კახეთის რეგიონში სიღნაღისა და ლაგოდეხის რაიონების საზღვარზე დაფიქსირდა განვითარების პროცესში მყოფი შიდამასიური სეტყვის ღრუბელი, ხოლო 21:00-დან 00:00-მდე ღრუბელმა განვითარება დაიწყო გურჯაანის, ყვარლის, თელავის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რაიონების თავზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სეტყვის ალბათობა 80%-ს აღემატებოდა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 15-დან 30 მმ- მდე მერყეობდა, ხოლო ღრუბლის მასების საერთო ფართობმა 1500 კმ2-ს მიაღწია“, - ნათქვამია განცხადებაში. - “სტიქიის თავიდან აცილების მიზნით სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა დღემდე უპრეცენდენტო სამუშაოები გაატარა და ზემოთაღნიშნულ რაიონებში 15-ჯერ განახორციელა ღრუბლების სარაკეტო დამუშავება. გასროლილ იქნა 160 ერთულამდე რაკეტა”, - განაცხადა სსსტც “დელტას“ დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა. ზემოქმედების შედეგად ღრუბლების სრული მასა ადგილზე ჩამოიცალა წვიმისა და უწვრილესი, უვნებელი ყინულის კრისტალების სახით. სეტყვასაშიში ღრუბლების აქტიური დამუშავების პროცესში ერთ-ერთი ჭურვი, ტექნიკური ხარვეზის გამო, მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის სახლს დაეცა. “დელტა” აღნიშნული რაკეტების შესყიდვას მაკედონიიდან ახორციელებს და, შესაბამისად მსგავსი ხარვეზი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით არის გამოწვეული. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს შესწავლა, რათა სამომავლოდ მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული, ხოლო რაც შეეხება მიყენებულ ზარალს, ის სრულად იქნება ანაზღაურებული”, - განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)