00:18 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 13:23:40, 635 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ფუნქციის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში, რაც არის ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მხარეებმა შეხვედრისას ერთობლივად აღნიშნეს, რომ გასულ წელს ნატო-საქართველოს შორის იყო ძალიან დინამიური თანამშრომლობა პრაქტიკულ დონეზე, მათ შორის წვრთნების ნაწილში.

„2019 განსაკუთრებით შესანიშნავი წელი იყო ამ კონტექსტში. ამავდროულად ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რომ რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით განვაგრძოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. ეს არის ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა იმისთვის, რომ ნატოსთან გავაღრმავოთ ურთიერთობა. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ის არჩევნები, რომელიც მალე შედგება საქართველოში. საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კონსოლიდაციისკენ და შემდგომი ნაბიჯები იქნება ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება პოლიტიკურ განზომილებაში", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics