19:12 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 10:02:56, 844 ნახვა

სამართალი
ბესელია: იმისთვის, რომ უგულავამ საპატიმრო დატოვოს, საჭიროა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება, რაც დღეს არ არსებობს

იმისთვის რომ გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვოს, საჭიროა არსებობდეს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება, რაც დღეს არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარებში არასწორი ინტერპრეტაციები ისმის.

„მოკლე იურიდიული განმარტება სიცხადისთვის: იმისთვის რომ ბრალდებულმა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, საჭიროა არსებობდეს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება, რაც დღეს არ არსებობს. საკონსტიტუციო სასართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ვიდრე არ მოყვება საერთო სასამართლოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილება პირის გათავისუფლების თაობაზე, ავტომატურ რეჟიმში ასეთი გადაწყვეტილება კანონმდებლობით ვერ მოხდება.
არასწორი ინტერპრეტაციები ისმის საჯარო კომენტარებში“, - წერს ბესელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სამველ კარაპეტიანი: უკან აღარ დავბრუნდები, სომხეთში 10 წელი ვიმუშავებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics