21:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-26 10:04:45, 518 ნახვა

პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილი - წელს საქართველოს მხარდამჭერმა რეზოლუციამ გაეროს წევრი ქვეყნების უპრეცედენტოდ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა

წელს საქართველოს მხარდამჭერმა  რეზოლუციამ გაეროს წევრი ქვეყნების უპრეცედენტოდ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

„პირველ რიგში, ეს არის რუსული ოკუპაცია, ჰუმანიტარული კრიზისი, რომელშიც ოკუპაციით დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური ცხოვრება უწევთ. პრემიერმა მადლობა გადაუხადა გაეროს წევრ ქვეყნებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან და აღნიშნა, რომ დღეს, როდესაც უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მათი მხარდაჭერის განმტკიცება, რათა მსოფლიომ ერთობლივი ძალებით აიძულოს რუსეთი, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები. ამ კონტექსტში განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ წელს საქართველოს მხარდამჭერმა  რეზოლუციამ გაეროს წევრი ქვეყნების უპრეცედენტოდ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, რაც უდავოდ ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის ეფექტიანი მუშაობის შედეგია", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics