|
2020-09-25 08:15:14, 583 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტარამდე ფართობზე მოცვის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს
,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს ფერმერ ალექსანდრე გარმელიას და გიორგი ზაქარაიას სახელმწიფო პროგრამით გაშენებული მოცვის ბაღები დაათვალიერა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,საოცარად მშრომელი ხალხია, სახელმწიფოს ხელშეწყობით ალექსანდრე გარმელიამ ნარაზენში და გიორგი ზაქარაიამ ზედაეწერში მოცვის პლანტაციები გააშენეს. ამ კულტურის მიმართ ინტერესი მზარდია, სახელმწიფო პროგრამებიც შესაბამისად მორგებული და ფერმერზე ორიენტირებულია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროგრამა ,,დანერგე მომავალი" ფარგლებში 178 ჰექტარზე მოცვის ბაღი უკვე გაშენებულია. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ახალი კომპონენტი ნახევარ ჰექტრამდე ფართობზე მოცვის გაშენებას სრულად აფინანსებს. მხოლოდ ამ კომპონენტით ზუგდიდში 32 ჰექტარზე ლურჯი მოცვი უკვე გაშენებულია, გარდა ამისა 35 განაცხადი უკვე დაფინანსებულია და მისი გაშენება აგროვადების შესაბამისად მოხდება" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. ალექსანდრე გარმელიას სოფელ ნარაზენში 9 ჰექტარზე მოცვის სხვადასხვა ჯიშების პლანტაცია აქვს გაშენებული, მან პირველი მოსავალი წელს მიიღო და 11 ტონა მოცვის რეალიზება მოახდინა. ახალგაზრდა ფერმერს გიორგი ზაქარაიას კი ლურჯი მოცვი 7 ჰექტარზე აქვს გაშენებული და სეზონურად 150 ადამიანს ასაქმებს, ყოველდღიურად კი მის ფერმერულ მეურნეობაში 15 ადგილობრივი მუშაობს. ,,ჩვენს მუნიციპალიტეტს კენკროვანი კულტურების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ საოჯახო მეურნეობების გაშენებისთვის საჭირო ნერგებისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის 100%-ით დაფინანსების კომპონენტი დაამატა. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ სოფლის მეურნეობის დახმარებას ფერმერებზე მორგებული პროექტებით" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)