18:49 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 10:35:04, 476 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის ჩამოფრენის დარბაზში აუქციონის გამოცხადებისთვის ემზადება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოების პარალელურად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ტერმინალში მგზავრებისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შეთავაზებისთვის ემზადება.

პირველ ეტაპზე აუქციონი ჩამოფრენის დარბაზში არსებულ კვების ობიექტზე გამოცხადდება, სადაც ჩამომფრენი მგზავრების ქცევისა და საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებული იქნა მარკეტის ტიპის სწრაფი კვების ობიექტის კონცეფცია.

ობიექტი მოემსახურება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომფრენ მგზავრებს, თუმცა აეროპორტის დაგეგმარებიდან გამომდინარე ის ხელმისაწვდომი იქნება, ასევე გამფრენი მგზავრებისთვისაც. სწორედ ამიტომ, სარეალიზაციო პროდუქციის ჩამონათვალი, სრულად დააკმაყოფილებს ორივე ტიპის მგზავრის საჭიროებებს.

პირობების თანახმად, კვების ობიექტის განთავსებით დაინტერესებულ პირებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ მსგავსი ტიპის (მარკეტის ტიპისა და ზოგიერთი ფუნქციის მატარებელი სწრაფი კვების ობიექტის) ობიექტის ან/და საზოგადოებრივი კვების ობიექტის, სხვადასხვა ლოკაციებზე ერთი სავაჭრო სახელითა და ნიშნით ოპერირების გამოცდილება.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ობიექტის ოპერირება აეროპორტისთვის შესაბამისი სტანდარტით, რაც ითვალისწინებს მაღალი ხარისხის პროდუქციის რეალიზაციას, ჰიგიენური ნორმების დაცვასა და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფას.

ქუთასის საერთაშორისო აეროპორტის ახალ ტერმინალში მსგავსი ტიპის კვების ობიექტების მოწყობით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე business@airports.ge





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics