20:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-22 13:13:39, 588 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების პროექტის“ გაცნობითი შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ევროპის საბჭოსა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერება“ გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა დაესწრნენ.

მაია ბითაძის განცხადებით, ევროსაბჭოს დახმარებით, საპილოტე პროექტი, რომელიც საქალაქო პარკების მშენებლობის დროს საზოგადოების ჩართულობას ითვალისწინებს, წარმატებით განხორციელდა.

„ახლა იქმნება მუდმივი პლატფორმა. ეს არის პირველი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც გარემოსდაცვითი დემოკრატიის გაძლიერებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პლატფორმები, მითუმეტეს, რომ მას მხარს ევროსაბჭო უჭერს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

პროექტის მიზანი დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობაა. ამასთან, დაგეგმილია დისკუსიისა და კოორდინაციის მდგრადი პლატფორმის ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით განიხილება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ საქალაქო პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციის ინიციატივები.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი ოთარ გრიგოლია, საქართველოს პარლამენტის წევრები - ზაზა გაბუნია და სოფიო კილაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ევროპის საბჭოს ექსპერტები ვაჟა სალამაძე და დავით ლოსაბერიძე. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics