20:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 16:43:06, 571 ნახვა

საზოგადოება
ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები შესრულდა

მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.  ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

გზის სავალ ნაწილზე  2 700 კვ. მ. ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური.

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.

„თამარ მეფის ქუჩაზე რთული მდგომარეობა იყო. მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ახლა კი, მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ. მიმდინარე წელს, ტაბახმელაში  საგზაო ინფრასტრუქტურა ექვს  მისამართზე მოწესრიგდა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „პარმამ“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი  ბიუჯეტიდან 185 000 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics