20:09 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 15:25:47, 615 ნახვა

პოლიტიკა
მეც არ მჯერა კოალიციური მთავრობის - კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილს ეთანხმება

დღეს „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს რეალური შანსი, რომ არჩევნები მაღალი შედეგით დაასრულოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის მთავარი ოპოზიციური კონკურენტი.

„ზოგადად მაგაში ვეთანხმები, არც მე არ მჯერა კოალიციური მთავრობის და დღეს ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. დღეს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ არჩევნები დაასრულოს ძალიან მაღალი შედეგით, ისე რომ, არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს.

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი კონკურენტი, დღეს ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია ვისაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური კულუარები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლოდ და მხოლოდ წინგადადგმული ნაბიჯია და დანარჩენი ხალხზეა დამოკიდებული, თუ ვინ შევა 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics