|
2020-09-19 18:54:25, 582 ნახვა
პოლიტიკა
ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის შენობაში პირბადის გარეშე არ დაიშვება
ცესკოს დადგენილები თანახმად, კორონავირუსის გამო, 31 ოქტომბრის არჩევნებზე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე შენობაში არ დაიშვება. როგორც ცესკოს დადგენილებაშია აღნიშნული, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს მისი ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. „1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. 2. ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე, მხოლოდ: ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ხოლო კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი ვალდებულია ამომრჩეველი არ დაუშვას კენჭისყრის შენობაში პირბადის მოხსნის გარეშე. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, იგი არ დაიშვება კენჭისყრის შენობაში; ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; ხოლო ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ვალდებულია ამომრჩეველზე არ გასცეს საარჩევნო ბიულეტენი პირბადის მოხსნის გარეშე. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები. 3. პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში აუცილებლობას არ წარმოადგენს ამ დადგენილების მიზნებისათვის ექიმის ახალი ცნობის აღება, თუ უკვე არსებობს აღნიშნული ავადმყოფობების შესახებ რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი (მ.შ., სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა და სხვ.). 5. პირი ვალდებულია დაიცვას ამ დადგენილებით განსაზღვრული პირბადის ტარების წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ექვემდებარება გაფრთხილებას. თუ გაფრთხილების მიუხედავად, პირი აგრძელებს ამ დადგენილებით განსაზღვრული პირბადის ტარების წესის დარღვევას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია მიუთითოს მას, რომ დატოვოს კენჭისყრის შენობა. თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს მითითებას კენჭისყრის შენობის დატოვების შესახებ, საუბნო საარჩევნო კომისია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მისი კენჭისყრის შენობიდან გაძევების საკითხზე. 6. პირბადის ტარების წესის დამრღვევი პირის შესახებ ინფორმაცია აღინიშნება საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში“, - აღნიშნულია ცესკოს დადგენილებაში.
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)