20:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-19 13:55:02, 596 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღები შენდება. 100 აღსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღიჭურვება.

მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა  სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და  ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ვინსენტ დონტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ხონსა და სენაკში 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. 2020-2021 წლებში კი, საქართველოს მასშტაბით,  7 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდება და დამატებით, ერთ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი,  დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში,  ახორციელებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics