20:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 15:28:17, 562 ნახვა

საზოგადოება
EMC - რკინიგზის ორი თანამშრომლის გარდაცვალება შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სისუსტის შედეგია

„რკინიგზის ორი თანამშრომლის გარდაცვალება შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სისუსტის შედეგია“, - ამის შესახებ განცხადებას EMC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით , მსგავს ობიექტებზე დასაქმებულთა შრომა უკიდურესად მოწყვლადი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათოა.

ორგანიზაციაში  ასევე აღნიშნავენ, რომ ინსტიტუციურად ძლიერი, რესურსებით გამართული და დაბალანსებული შრომის ინსპექცია, რომელსაც სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების, ყველა სახის შრომითი უფლების მონიტორინგის, აღსრულებისა და სანქცირების შესაბამისი მანდატი ექნება, სასიცოცხლოდ აუცილებელია.

EMC მოუწოდებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ შეამოწმოს სს „საქართველოს რკინიგზაში“ არსებული შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა და განახორციელოს შესაბამისი რეაგირება. ასევე მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად და ობიექტურად გამოიძიოს ქუთაისში მომხდარი საწარმოო შემთხვევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics