|
2020-09-18 09:50:22, 535 ნახვა
პოლიტიკა
რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ახალგაზრდულ ორგანიზაციას შეხვდნენ
„ქართული ოცნების" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' ბათუმის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან გაიმართა. ადგილობრივ ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნეს. საუბარი შეეხო არაფორმალურ განათლებას, ახალგაზრდების დასაქმებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და სხვა აქტუალურ საკითხებს. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა მათ როლზე რეგიონის განვითარების საქმეში. როგორც, რესან კონცელიძემ შეხვედრის დროს აღნიშნა, ახალგაზრდებთან ხშირი კომუნიკაცია და მათი იდეების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდობის საკითხი. ახალგაზრდა თაობა, ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი ბირთვი და მამოძრავებელი ძალაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, რათა მათი იდეები, რეალურ საქმედ იქცეს, ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის საკეთილდღეოდ"- განაცხადა, რესან კონცელიძემ. ახალგაზრდებთან შეხვედრას, ასევე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)