|
2020-09-17 14:11:51, 1020 ნახვა
სამხედრო
ტერიტორიულ რეზერვში დარეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა
2020 წელს ტერიტორიული რეზერვის პროგრამით, წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტი მოქალაქე დაინტერესდა. საქართველოს ეროვნულ გვარდიაში რეზერვის პროგრამით დაინტერესებული მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესი სრულდება. სამხედრო მოსამსახურეებმა რეზერვისტობის მსურველებს რეგისტრაციამდე პირობები დეტალურად კიდევ ერთხელ გააცნეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ. ეროვნული გვარდიის მონაცემებით წელს დარეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა, 2018-2019 წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სტატისტიკის მიხედვით, რეზერვში დარეგისტრირებულთა რიცხვი ქვეყნის მასშტაბით 50-70 %-ით გაიზარდა. წელს საპილოტე რეჟიმში პირველად განხორციელდა ქალების რეკრუტირება, აქტიური რეზერვით ასამდე ქალი დაინტერესდა. ეროვნული გვარდიის მეთაურის, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძის განცხადებით, სარეზერვო პროგრამის გავლის მსურველთა მაღალი მაჩვენებელი უწყებაში მიმდინარე წარმატებული რეფორმებითაა განპირობებული. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები 18-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტთან გაფორმდება 5 წლიანი კონტრაქტი და მას შეუნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური. საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში შეადგენს არაუმეტეს 45 დღისა. რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია. 18 დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტები, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)