10:30 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 16:36:20, 842 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ გატარებულ ანტიკრიზისულ ზომებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკოლ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა დადებითად არის შეფასებული მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ზომები.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, თუმცა დადებითად არის შეფასებული მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ზომები.

სსფ-ს მისია ამჯერად ვირტუალურად ჩატარდა და მთლიანად დადებითად შეაფასა სხვადასხვა უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები.

მისიის შეფასებით, წლის მეორე ნახევრიდან ადგილობრივმა მოთხოვნამ ზრდა დაიწყო, რაც არის იმის გარანტია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, ეკონომიკა შეძლებს ჩვეული ტემპებით მუშაობის გაგრძელებას;

ფონდის მისია აღნიშნავს, პანდემიის წარმატებულ კონტროლს, როგორც ჯანდაცვის სისტემის ნაწილში, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის პასუხების ეფექტურობის კუთხით. მისიის განცხადებით გადასახადების შემსუბუქება და მოწყვლადი სოციალური ფენების დახმარება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეკავების თვალსაზრისით;

მისია მიესალმება, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას სტრუქტურული რეფორმების კუთხით - მათ შორის, პენსიების ინდექსირების, გადახდისუუნარობის კანონის მიღებას. ასევე, დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს გადასახადების ადმინისტრირების, ფისკალური რისკების მონიტორინგისა და სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანი მართვის მიმართულებით. მისიის შეფასებით, სტრუქტურული რეფორმები უმნიშვნელოვანესია ზრდის პოტენციალის შენარჩუნებისთვი", - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics