12:05 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 16:12:31, 867 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია - საიდუმლო არ არის, რომ ოპოზიციურ ძალებს სუს-ის მანქანები დაყვება

საიდუმლო არ არის, რომ სუს-ის მანქანები დაყვებიან სხვა ოპოზიციურ ძალებსაც და ჩვენ, ჩვენი გუნდის წევრებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, მასაც და მის გუნდის წევრებსაც ხშირად შეუმჩნევიათ სახელმწიფო უსაფრთხოების მანქანები მათი ოფისის წინ, ასევე  მათი მობილიზება საარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა ქალაქში.

ბოკერიას თქმით, ეს არის მავნებლობა და უკანონობა, რომელიც არჩევნების შემდეგ უნდა დასრულდეს.

„არაერთხელ შეუმჩნევიათ ჩემი გუნდის წევრებს აქ, ყველამ იცის და საიდუმლო არ არის, რომ სუს-ის მანქანები დაყვებიან სხვა ოპოზიციურ ძალებსაც და ჩვენ, ჩვენი გუნდის წევრებს, უყურებენ ამ ყველაფერს. ეს ვერ შეცვლის ქართველი ხალხის ნებას, ის დაკვეთა, რომ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, ამით არ შეიცვლება. უფრო მეტიც, ეს არის დემონსტრირება იმისა,თუ რა უნდა შეიცვალოს ჩვენ ქვეყანაში, რადგან ხალხი, რომელიც ამას აკეთებს, გარდა იმისა, რომ უკანონობაა ოპონენტების ამ ნიშნით თვალთვალი, ეს ნიშნავს, რომ მთელი ეს რესურსი, ჩვენი გადასახადები, გამოიყენება არა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, არა კორუფციასთან და გარე მტრისგან სახიფათო გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ ამ მავბნებლობაში,  სისულელესა და უკანონობაში. ეს უნდა შეიცვალოს აუცილებლად არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics