11:33 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 10:40:22, 879 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი - საქართველოს ტურიზმის სფეროს ექნება პრეტენზია, გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყოს

საკუთარი უნიკალურობით საქართველოს ტურიზმის სფერო არსებული გამოწვევების თვალსაზრისით, იქნება ერთ-ერთი ლიდერი და ექნება პრეტენზია იყოს გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, კრიზისულმა პერიოდმა საქართევლოში ტურიზმის სექტორი დააზიანა, თუმცა მანამდე ქვეყანა ტურიზმის განვითარების მხრივ ერთ-ერთი ლიდერი იყო.

„მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ კრიზისულმა პერიოდმა საქართევლოში ტურიზმის სექტორი ასევე დააზიანა, თუმცა წინა წლების მაჩვენებლით საქართველო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში.

მხოლოდ 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურების რეკორდული – 9.4 მილიონი ვიზიტორი მიიღო, რაც 3 700 000-იანი ქვეყნისთვის რა თქმა უნდა დიდი წარმატებაა.

აქტიურად ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ხელს უწყობს როგორც ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ასევე ტურიზმის სექტორის განვითარებას. გარდა ამისა, ხელს ვუწყობთ აქტიური კამპანიით ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას.

ვზრუნავთ ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ხელშეწყობაზე და ვქმნით ახალ ტურისტულ პროდუქტებს და ხელს ვუწყობთ ახალი პირდაპირი ფრენების გამართვას.

საკუთარი უნიკალურობით საქართველოს ტურიზმის სფერო არსებული გამოწვევების თვალსაზრისით, იქნება ერთ-ერთი ლიდერი და ექნება პრეტენზია იყოს გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა“, - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics