15:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-15 23:07:51, 1047 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: მომავალ წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სრული გაზიფიცირეა დასრულდება

,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას დღეს სოფელ დიდინეძსა და დიდინეძის კახათში შეხვდა.

,,სოფელ დიდინეძში ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს. უშუალო საუბარი გვქონდა, მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად გაზიფიცირება დაასახელა. ზუგდიდში 4 ადმინისტრაციული ერთეულია დარჩენილი ბუნებრივი აირის გარეშე, თუმცა მომავალ წელს მუნიციპალიტეტის სრული გაზიფიცირება დასრულდება. ბევრი შეკითხვა იყო სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, ყველა თანხმდება რომ თხილის სექტორს ერთობლივი ჩართულობით დროულად ვუშველეთ" - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

დიდინეძის შემდეგ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მოსახლეობას გვერდით მდებარე სოფელ დიდინეძის კახათში შეხვდა.

,,დიდინეძს და დიდინეძის კახათს ახალი გზა აკავშირებს, ორი წლის წინ აქ გავლა რთული იყო, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად სოფელის გაზიფიცირებაც დასრულდა. ზამთრის სეზონის დაწყებამდე ბუნებრივი აირის ჩართვა მოხდება და მოსახლეობა უფრო კომფორტულად იცხოვრებს" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად შეხვედრას ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics