15:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-15 15:15:49, 986 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი უდიდესი სურვილია, ქუთაისს ჰქონდეს სპორტული მიღწევები სპორტის ყველა სახეობაში

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად ქუთაისის საკალათბურთო კლუბის "ქუთაისი 2010" გუნდის წევრებს შეხვდა.  

„ქუთაისის საკალათბურო კლუბს არაერთი გამარჯვებით გაუხარებია ჩვენი ქალაქი.  ვამაყობ, რომ  2014 წელს საქართველოს თასის  და ასევე, სუპერთასის  მფლობელები გახდით, 2015-2016 წლებში სუპერლიგის ჩემპიონობით გაგვახარეთ და 2017 წელს კვლავ საქართველოს თასი მოიპოვეთ. ქუთაისს აქვს საკალათბურთო სპორტის უდიდესი ტრადიცია.  ჩვენმა ქალაქმა აღზარდა  ლეგენდარული კალათბურთელები ოთარ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი, გელა დარსაძე და მრავალი სხვა, რომლებმაც  არაერთი წარმატება მოუტანეს არა მარტო ჩვენს ქალაქს, არამედ სრულიად საქართველოს. ჩვენი უდიდესი სურვილია, გვქონდეს სპორტული მიღწევები სპორტის ყველა სფეროში, გვყავდეს წარმატებული საკალათბურთო გუნდი, მუდმივად ვიყოთ ჩემპიონები, რაშიც მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით“, - მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა კალათბურთელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics