02:15 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-15 11:33:53, 1009 ნახვა

სამართალი
გიორგი გელხაური - ბრალდების მხარე საქმის გამოძიებითა და რეალობის დადგენით დაინტერესებული არ არის

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ბრალდების მხარე საქმის გამოძიებითა და რეალობის დადგენით დაინტერესებული არ არის.

მისივე თქმით, ბრალდების მხარეს საქმეში წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

„სამი ადამიანი ჯდება მანქანაში და ამას, რა თქმა უნდა, თავად ბრალდებულებიც ამბობენ და ჩვენებას აძლევენ, ისევე როგორც ვასილ მახარაძე და დანარჩენი 2 ბრალდებული. რეალურად, დღეს ბრალდების მხარე არ არის დაინტერესებული, რომ რეალობა დაადგინოს და გამოიძიოს რა მოხდა იმ ღამეს. ის, რომ მათ საქმეში წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, მოგეხსენებათ, რომ ზუსტად ამიტომ განხორციელდა საკნებში ვიდეო ჩანაწერების გაკეთება, რათა მოეპოვებინათ დამატებით რაიმე სახის მტკიცებულება, რომ იქნებ რამენაირად სასამართლოზე წარმოედგინათ. თუმცა, აქაც აღმოჩნდა, რომ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics