|
2015-09-15 12:43:08, 819 ნახვა
სამართალი
შსს-ს აკადემიაში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ინფორმაცია წარმოადგინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეთექვსმეტე შეხვედრა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. შეხვედრაზე უწყებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული ნივთიერებების ბრუნვის კუთხით, გასულ კვარტალთან მიმართებით სიტუაცია სტაბილურია. "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების" შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო კომისია სისტემატურ რეჟიმში, ყოველთვიურად იკრიბება და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. სახელმწიფო კომისიის წევრებმა ასევე ყოველკვარტალურ ანგარიშთან დაკავშირებული საკითხები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კუთხით მსოფლიოში არსებული თანამედროვე ტენდენციები განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)