13:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-15 07:47:21, 856 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონაში ადგილობრივებს შეხვდა

,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. კანდიდატი დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონას მოსახლეობას შეხვდა: ,,აქ მცხოვრებმა ადამიანებმა ყველაზე კარგად იცით ოკუპაციის სიმძიმე, ოკუპაცია ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის მეტ განვითარებას. ჩვენი დევნილი მოსახლეობა აუცილებლად დაბრუნდება საკუთარ სახლში, მაგრამ მანამდე ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილ ოჯახს ექნება საკუთარი საცხოვრებელი ფართი და ამას შევძლებთ მომდევნო ორი წლის განმავლობაში, კონკრეტული და შემუშავებული გეგმით", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება სოფლის სოფლის განვითარებაზე და შამგონაში დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა: ,,ძალიან მოწესრიგებული და ლამაზი სოფელია. რეაბილიტირებულია ცენტრალური საავტომობილო გზა, სოფელი სრულად გაზიფიცირებულია. მალე შამგონაში თანამედროვე სტანდარტების ახალ საბავშვო ბაღს ავაშენებთ და წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოვაგვარებთ. ვგეგმავთ სოფლის ცენტრში არსებული საფეხბურთო მოედნის კეთილმოწყობასაც".

შამგონაში გამართული შეხვედრის შემდეგ კანდიდატი მოსახლეობას ახალაბასთუმანში შეხვდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics