13:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-14 19:05:42, 1775 ნახვა

პოლიტიკა
პატრიოტთა ალიანსის 25 კაციანი სიიდან 9 ქალია

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე  “პატრიოტმა ალიანსმა” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სია წარადგინა.
25 კაციანი სიიდან 9 ქალია.
სიის კანდიდატები არიან: 1. ირმა ინაშვილი; 2. გიორგი ლომია; 3. გოჩა თევდორაძე; 4. ავთანდილ ენუქიძე; 5. ზაზა (გელა) მიქაძე; 6. ნანა დევდარიანი; 7. ფრიდონ ინჯია; 8. დავით ზილფიმიანი; 9. ცისანა სეფიაშვილი; 10. მერაბ ჭიქაშვილი; 11. გურამ ნიკოლაიშვილი; 12. მარინა მოლოდინი;13. ვახტან ყოლბაია; 14. სამველ პეტროსიანი; 15. ეკა მირიანაშვილი; 16. არჩილ ლეკიშვილი; 17. ბესიკ ცქიფურიშვილი; 18. ანი კიკნაძე; 19. დავით გიორგობიანი; 20. მარიამ ბათირიშვილი; 21. მაია კუტუბიძე; 22. გოდერძი ამაშუკელი; 23. თომა ხაბეიშვილი; 24. მახირ უსუბოვი; 25. ტატიანა მარტინენკო.

გენდერული კვოტების შემოღებას საარჩევნო კოდექსის ცვლილებები ითვალისწინებს. კანონის მიხედვით, ყველა პარტია, რომელსაც არჩევნებში სურს მონაწილეობა, ვალდებული იქნება, სია ისე დააკომპლექტოს, რომ ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს. განსაკუთრებით მონდომებულებს, ვინც "კეთილი ნებას გამოიჩენს" და განსხვავებული სქესის წარმომადგენელს სიაში ყოველ მესამედ ჩაწერს, უფრო მეტად "წაახალისებენ" და პარტია დამატებით ფინანსური სარგებლს მიიღებს.

"ქართული ოცნების" პარტიულ სიაში ზუსტად იმდენი ქალია, რამდენსაც კანონი ითხოვს. პარტიამ, რომლის ინიცირებულიც იყო გენდერული კვოტირების კანონი და ამას ქალთა პოლიტიკური გაძლიერების სურვილით ხსნიდნენ, პირველ ოცეულში მხოლოდ 5 ქალი წარადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics