00:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-14 10:02:57, 1627 ნახვა

საზოგადოება
სკოლა ვალდებული იქნება, სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები უზრუნველყოს

სკოლა ვალდებული იქნება, სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისთვის სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა უზრუნველყოს.

შესაბამისი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტს განათლების მინისტრი დაამტკიცებს. ინიციატივაში აღნიშნულია, რომ სამინისტროში უკვე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის სტანდარტის შემუშავების პროცესი.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ 2023 წლის პირველ იანვრამდე სამინისტრომ ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს.

ცვლილებების ინიციატორი პარლამენტის განათლების კომიტეტია, რომელიც განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით, საჯარო სკოლების 2 500 შენობიდან სამედიცინო პუნქტი 532 შენობაში ფუნქციონირებს. 2023 წლის პირველ იანვრამდე კი სამედიცინო პუნქტები საჯარო სკოლის 2 000 შენობაში უნდა შეიქმნას.

კომიტეტის ცნობით, თითოეული სამედიცინო პუნქტის აღჭურვას საშუალოდ 5 000 ლარი ესაჭიროება, რომელშიც შედის ინვენტარი და აუცილებელი სამედიცინო პრეპარატები. კომიტეტის ინფორმაციით, დარჩენილი შენობების სამედიცინო პუნქტებით აღჭურვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო იქნება დამატებით, დაახლოებით, 10 000 000 ლარის გამოყოფა.

1tv.ge





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics