|
2015-09-15 10:53:07, 360 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 21-ე გენერალური ასამბლეაზე საქართველო სტატისტიკისა და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების კომიტეტის წევრად კიდევ ერთხელ აირჩიეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ პოზიციას ქვეყანა 2020 წლამდე შეინარჩუნებს. ასამბლეა კოლუმბიის ქ. მედელინში ტარდება. ღონისძიება 12 სექტემბერს დაიწყო და 17 სექტემბერს დასრულდება. ასამბლეას 100-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია, მათ შორის, საქართველოს წარმომადგენლები ესწრებიან. ასამბლეის მსვლელობისას დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენელბთან. ამასთან, დელეგაცია მონაწილოებას მიიღებს ასამბლეის პარალელურად მიმდინარე მნიშვნელოვან ფორუმებსა და ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ ღონისძებებში. საქართველოს დელეგაციას, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ხელმძღვანელობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)